საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მოსკოვში ხვდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე თავის რუს კოლეგას მოსკოვში 28 თებერვალს შეხვდება, სადაც განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და “შეიმუშავებენ საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს“.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ორმხრივი კონსულტაციების გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გელა ბეჟუაშვილმა და სერგეი ლავროვმა  27 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს.

Exit mobile version