თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ბულგარეთში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს ვესელინ ბლიზნაკოვს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო-ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.