რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ 23 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა 57%-ს მიაჩნია, რომ რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. რესპოდენტთა 21%-ს მიაჩნია, რომ მოსკოვმა მხარი უნდა დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს, ხოლო 3% ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა დაუჭიროს მხარი.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდმა 1500 რესპოდენტის გამოკითხვა თებერვლის შუა რიცხვებში ჩაატარა.
რესპოდენტების 66%-ს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი რუსეთის ინტერესებს უკავშირდება. 44%-მა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა ჰყავდეს სამშვიდობოები რეგიონში, 23% ამის წინააღმდეგია, ხოლო 34%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.
კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 27% მიიჩნევს, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, ხოლო 41%-ს მიაჩნია, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა.