საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მზად არის მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ მინძაევთან თბილისში ან ცხინვალში.
პრემიერ-მინისტრმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საკითხზე საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, აღნიშნა, რომ თბილისი მიზნად ისახავს “ადამიანის უფლებათა დაცვას კონფლიქტის ზონაში და ჩვენ ამ მიზნით ყველა ღონეს ვიხმართ“.
სამხრთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია რაც შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატივით გამოდიან, თუმცა აქამდე ქართული მხარე ამ წინადადებას იგნორირებას უკეთებდა.