ბათუმში ორი რუსი სამხედრო დააკავეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 თებერვალს სამხედრო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, რომლებსაც ავტომანქანით ტანკსაწინააღმდეგო  42 ჭურვი ნებართვის გარეშე გადაქონდათ.


ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ სად მიჰქონდათ ეს ჭურვები სამხედროებს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

Exit mobile version