პარლამენტმა “კონკორდატის“ ხელშეუხებლობას დაუჭირა მხარი

დღეს პარლამენტმა 103 ხმით 5–ის წინააღმდეგ კენჭი უყარა დადგენილების პროექტს სახალხო დამცველის 2005 წლის პირველი ექვსი თვის ანგარიშის დამტკიცების შესახებ, სადაც სოზარ სუბარის მოხსენება რელიგიურ ნაწილში უარყოფითად არის შეფასებული.


სახალხო დამცველის ანგარიშის ერთ–ერთი რეკომენდაცია საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების გადახედვას ეხებოდა.


თუმცა პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება არ გადაიხედება და იგი “ხელშეუხებელია“.

Exit mobile version