რუსი დეპუტატები კოკოითს, კულახმეტოვს შეხვდნენ

რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა ოთხკაციანი დელეგაცია, რომელიც თბილისიდან ცხინვალში დღეს გაემგზავრა, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს და შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს მარატ კულახემეტოვს შეხვდა და რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილა.


“სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა კავკასიაში, შევინარჩუნოთ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატი და ყოველმხრივ უნიკალური სამშვიდობო ოპერაცია, ასევე მივაღწიოთ ქართული მხარისაგან სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების დაწყებას“, – იუწყება დე ფაქტო ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

Exit mobile version