სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავა 14 თებერვალს აშშ–ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ელჩებსა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ მოახსენა.
ხაინდრავას განცხადებით, რუსი სამშვიდობოები “ვერ ასრულებენ თავიანთ მანადატს“.
ელჩებთან შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა 20–21 თებერვალს ვენაში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომასთან დაკავშირებული საკითხები.