ეკონომიკის მინისტრმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარმოადგინა

13 თებერვალს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ პრეს-კონფერენციაზე გაზაფხულ-ზაფხულში დაგეგმილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარმოადგინა. მათ შორისაა: “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“, სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია”, შპს “აჭარის ენერგოკომპანია”, სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” და ექვსი ჰიდროელექტროსადგური. 


სამინისტრო ორ თვეში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აქციათა 90,65%-ს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია. მისი საწყისი ფასი 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. განცხადების მიღება 12 აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში იწარმოებს.  


კონკურსის წესით გაიყიდება სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია”, შპს “აჭარის ენერგოკომპანია”, სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” და ექვსი ჰიდროელექტროსადგური.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასი იქნება  – 30,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


შპს “აჭარის ენერგოკომპანია” –5,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია”  – 2,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


საქართველოს სხვადასხვა მხარეში არსებული ჰესების საწყისი საპრივატიზაციო ფასი 82,000,000 აშშ დოლარი იქნება.


მათ შორისაა: “ლაჯანურჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 112.5 მვტ. საპრივატიზაციო ფასი – 26,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


“რიონჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 48 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


“გუმათჰესების კასკადი“- დადგმული სიმძლავრე – 66.5 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


“შაორჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 38.4 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


“ძევრულჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 80 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


“აწჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 16 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 4,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.


განცხადებების მიღება 16 მაისიდან დაიწყება 16 ივნისის ჩათვლით. ამ დღესვე ჩატარდება კონკურსი და გაიხსნება საკონკურსო წინადადებათა პაკეტები.

Exit mobile version