სოხუმის მთავარი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და რუმინეთი არიან

ვაჭრობის სფეროში თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავარი საექსპორტო პარტნიორები გასულ წელს რუსეთი და თურქეთი იყვნენ, ხოლო იმპორტის მხრივ ამ ქვეყნებთან ერთად სოხუმის ერთ–ერთი მთავარი პარტნიორი რუმინეთიც იყო, იუწყება 9 თებერვალს “აფსნიპრესი“.


აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, 2005 წლის განმავლობაში რეგიონში საქონელბრუნვამ 3, 34 მლრდ რუბლი (დაახლოებით 118 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც დაახლოებით 49 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს. 

ეს ტენდენცია იმპორტისა და ექსპორტის ზრდამ განაპირობა – მთლიან საქონელბრუნვაში იმპორტის წილმა 77%, ხოლო ექსპორტის –  23% შეადგინა. 

Exit mobile version