საქართველო დაკავებული რუსი სამხედროების დეპორტაციას განახორციელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 3 თანამშრომლის დეპორტაციის მიზნით, რომლებიც 8 თებერვალს საქართველოს სამხედრო პოლიციამ ცხინვალის რეგიონში დააკავა.


“[რუს სამხედროებს ] მათ არ აღმოაჩნდათ საქართველოს ვიზები;  უფრო მეტიც, მათ ვერ წარმოადგინეს პასპორტებიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები რუსი სამხედროების საქართველოდან დეპორტაციის მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

Exit mobile version