მარნეულის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

მარნეულის ათასამდე ადგილობრივმა მოსახლემ, რომლებიც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, 8 თებერვალს ევროპულ გაზეთებში დაბეჭდილი მუჰამედის კარიკატურების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.


ეს კარიკატურები ქართულ გაზეთებში არ დაბეჭდილა. თუმცა, 3 თებერვალს გაზეთმა “24 საათმა“ გამოაქვეყნა ფრანგულ გაზეთ France Soir-ის გამოსახულება, რომელშიც ასევე ჩანს კარიკატურის ფოტო.  

Exit mobile version