საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საქართველომ 5 თებერვალს ირანიდან გაზის იმპორტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რუსეთიდან გაზის სრული მოცულობის მოწოდება აღდგა.
საქართველომ ირანიდან გაზის იმპორტი 30 იანვარს დაიწყო – ჩრდილოეთ რუსეთში ორი გაზსადენის აფეთქებიდან ერთი კვირის თავზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ირანული გაზის იმპორტის დეტალებზე საუბრისგან, თუმცა ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებდა ერთი თვის განმავლობაში 30 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტს საქართველოში. გარიგების მთლიანმა ღირებულებამ 7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. IRNA–ს ცნობით, საქართველოს ეს 7 მილიონი ნაღდი ფული დეპოზიტზე უნდა დაედო, გაზის ზუსტი ფასი კი მომავალში განისაზღვრებოდა.