კულახმეტოვი: სამშვიდობოთა მანდატი მხოლოდ მხარეთა თანხმობით შეწყდება

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის მარატ კულახმეტოვის განცხადებით, სამშვიდობოების წინააღმდეგ მიმართული ცალმხრივი აქციები აღიკვეთება.


6 თებერვალს “ინტერფაქსი“ კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდობით იუწყება, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის შესაწყვეტად შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.


“სამშვიდობოთა მანდატის მოქმედება შეწყდება მხოლოდ მხარეთა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შერეული ძალები გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მანდატის შესაბამისად“, – განაცხადა კულახმეტოვმა.

Exit mobile version