3 თებერვალს ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები დასრულდა, რომლის დროსაც სამშვიდობო პროცესში ჩართულმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძირითადადი პოლიტიკურ საკითხების მოგვარების საჭიროებას.
3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარმა ქვეყნებმა (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) ხაზი გაუსვეს, რომ მათი მცდელობების საფუძველი არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზით უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების ფარგლებში.
მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში რეალური შედეგების საჭიროებას და შეთანხმდა იმაზე, რომ გარდა მუშაობისა ნდობის აღდგენის საკითხებზე, მათ შორის იმ დოკუმენტების პაკეტზე, რაც ცეცხლის განუახლებლობას და დევნილთა დაბრუნებას ითვალისწინებს, საჭიროა კონფლიქტის ძირითადი პოლიტიკური საკითხების მოგვარებაც.