რუსეთის თავდაცვის მინისტრი სამშვიდობოების შესაძლო გაყვანაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში  საკუთარი პოზიცია კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა – სოხუმმა და ცხინვალმაც უნდა დააფიქსირონ.


საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, მთავრობამ 2006 წლის 10 თებერვლისთვის უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო პროცესის თაობაზე, ხოლო აფხაზეთზე  – 1 ივლისამდე. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამხრეთ ოსეთის, ხოლო 15 ივლისიდან აფხაზეთის კონფლიქტის ზონებიდან მოითხოვენ სამშვიდობოთა გაყვანის პროცესის დაწყებას.


“აფხაზეთში სამშვიდობოები დსთ-ს მანდატით იმყოფებიან. ჩემი აზრით, საჭიროა ასევე კონფლიქტში ჩართულ მხარეებს – არაღიარებული რესპუბლიკების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებსაც ჰკითხონ  აზრი [სამშვიდობოების გაყვანის შესახებ]“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა.

Exit mobile version