6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ორდღიანი ვიზიტით ფინეთში მიემგზავრება, სადაც იგი შეხვდება თავის ფინელ კოლეგას ერკი ტუომიოიას, ასევე თავდაცვისა და ვაჭრობის მინისტრებს.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი ფინეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მოპოვებაა.
განხილვის ძირითადი საკითხები იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმა, სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, ენერგოუსაფრხოება და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები.