კენიაიკინი ტყვიავის ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაიკინმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 31 იანვარს  მომხდარ ინციდენტს რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ “განხორციელებული პროვოკაცია“ უწოდა, იუწყება “რია ნოვოსტი”.
 
ვალერი კენიაკინმა განაცხადა, რომ 31 იანვარს კონფლიქტის ზონაში, შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევის გარჩევის მოტივით შემთხვევის ადგილზე “სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გორის ბრიგადის 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გადასროლა მოხდა”.


31 იანვარს სოფელ ტყვიავთან რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა სოფელ ტყვიავის მაცხოვრებლის მანქანას შეეჯახა, რასაც მოგვიანებით რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

Exit mobile version