პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე თავს შეიკავებს იმ “რადიკალური ღონისძიებებისგან“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა საქართველოს ინტერესებს ზიანი მიაყენოს.
სააკაშვილმა კომენტარ გააკეთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ტყვიავში 31 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა სოფელ ტყვიავის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანას შეეჯახა. რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა სამშვიდობოებს მანქანა ჩამოართვეს.
“ჩვენ მზად ვართ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადავდგათ, ოღონდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე იმპულსურ, ზედმეტად რადიკალურ ისეთ მოქმედებებს, რომელმაც ოდნავ მაინც შეიძლება დააზარალოს საქართველო“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სააკაშვილმა.