სააკაშვილმა და რაისმა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 29 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბრისას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.


“კონდოლიზა რაისის განცხადებით, განვლილი დღეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო და ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებას რუსეთის მხარესთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა“, – იტყობინება 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. 


ამავე ინფორმაციით, აშშ მზადაა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს.

Exit mobile version