შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის დევი ჭელიძის ინფორმაციით, დღეს დილით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში “სახალხო ბანკის” თანამშრომელი მამუკა გოგიძე, რომელსაც თან ჰქონდა ადგილობრივი პენსიონერებისთვის განკუთვნილი თანხა, 4 800 ლარის ოდენობით, დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს.
გოგიძეს “იგი [გოგიძე] დაკავებული და გადაყვანილი იყო [თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის] ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ უშიშროების სამინისტროში“, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს დევი ჭელიძემ.
ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება თუ რა მოტივით მოხდა მისი დაკავება.