მეცხრე ენერგობლოკი თბილისში ენერგოკრიზისს შეამსუბუქებს

მეცხრე ენერგობლოკმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო მას შემდეგ, რაც ობიექტზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 29 იანვარს.


თუმცა ამ დრომდე თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავაც შეზღუდვებით მიეწოდება.


“თელასის” წარმომადგენელმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა, რომ შეზღუდვები კვირას საღამომდე მანამ გაგრძელდება, სანამ მეცხრე ენერგობლოკი სრული დატვირთვით შეძლებს ელექტროენერგიის გამომუშავებას.


აღნიშნული ელექტრობლოკი მწყობრიდან 26 იანვარს მას შემდეგ გამოვიდა, რაც იგი ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის – “იმერეთის“ დაზიანების შემდეგ.

Exit mobile version