„კავკაზტრანსგაზის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი ზინოვიევმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსთვის გაზის მიწოდება შესაძლოა 28 იანვარს აღადგინოს.
„ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ვუახლოვდებით“, – განაცხადა ზინოვიევმა.
„პარასკევს მუშები დაიწყებენ სამონტაჟო სამუშაოებს მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე“, – დასძინა მან.
რუსეთიდან მოწოდებულ გაზს მომხმარებელი აღდგენიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში მიიღებს.
ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორი გაზსადენი 22 იანვარს აფეთქდა, რის შედეგადაც საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდა.