გელა ბეჟუაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დაესწრება.


სხდომაზე განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო მონაწილეობის გზებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში, კერძოდ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის განხორციელებაში.


მინისტრი სიტყვით მიმართავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ისაუბრებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ევროკავშირის როლზე რეგიონში დემოკრატიის განმტკიცების კუთხით.

Exit mobile version