სომხეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ირან-სომხეთის გაზსადენის აქციების 45% რუსეთს მიყიდეს იაფი გაზის სანაცვლოდ, იტყობინება რუსული გაზეთი „კომერსანტი“.
რუსეთმა სომხეთს 2006 წლიდან გაზის ღირებულება 54 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაუზარდა. „კომერსანტის“ ცნობით, მოსკოვმა ულტიმატუმი წაუყენა სომხეთს: ან სომხეთი ირანი-სომხეთის გაზსადენის აქციებს მისცემს „გაზპრომს“ ან გაზის ღირებულება სომხეთისთვის 110 აშშ დოლარამდე გაიზრდება.
„ეს წინადადება ჩვენთვის მიუღებელი იყო და რჩება“, – იტყობინება გაზეთი სომხეთის მთავრობის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
გაზეთის ცნობით, თუ „გაზპრომი“ ხელში ჩაიგდებს ამ გაზსადენს, მომავალში რუსეთი შეძლებს გააკონტროლოს ირანული გაზის მიწოდება სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში.