აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გაზსადენების აფეთქებაზე კომენტარს აკეთებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებების მიზეზების თაობაზე.


„ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიცით აფეთქებების მიზეზის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გამოიძიოს ის. მათ [აფეთქებებს] ტერორისტული აქტის შეფასება მისცეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა იყო აფეთქებების მიზეზი, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს და სომხეთის მეზობლები დროულად დაეხმარნენ თავიანთ მეზობლებს კრიზისის დროს. როგორც იცით, გარკვეული როლი ჩვენს ვითამაშეთ ამაში და ვამაყობთ ამით. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაზსადენი ორ ან სამ დღეში შეკეთდება. და საქართველოს და სომხეთის მოსახლეობა ელის გაზის აღდგენას თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა შონ მაკკორმაკმა პრეს-კონფერენციაზე.


„იყო უამრავი სატელეფონო ზარები. ჩვენი ელჩი საქართველოში მუშაობდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ასევე იყო ჩართული მდივნის თანაშემწე ფრიდი. ბატონი ბრაიზა [სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე] და კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური პირები ასევე იყვნენ ჩართულნი“, – დასძინა მან.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version