ანანი გაეროს სამშვიდობო მანდატის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 23 იანვარს მოუწოდა უშიშროების საბჭოს გააგრძელოს გაეროს სამშვიდობო მისია საქართველოში ექვსი თვით, 2006 წლის 31 ივლისამდე. მან ამ მისიას „მნიშვნელოვანი უწოდა სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, იტყობინება გაეროს პრეს-სამსახური.


თავის ბოლო მოხსენებაში, რომელიც ბოლო სამი თვია განმავლობაში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის საქმიანობას ეხება, კოფი ანანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ „იმედისმომცემ“ ფაქტებს საქართველოსა მთავრობასა და აფხაზ სეპარატისტებს შორის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება კონფლიქტის ზონაში კვლავ „სავალალოა“.


„მოვუწოდებ ქართულ მხარეს გაითვალისწინოს აფხაზური მხარის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო აფხაზურმა მხარემ გაითვალისწინოს გალის რაიონის ადგილობრივი და დაბრუნებული მოსახლეობის შეშფოთება უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა საკითხებზე“, – განაცხადა ანანმა.


გაეროს დამკვირვებელთა მისია, რომელიც საქართველოში საქმიანობას 1993 წელს შეუდგა, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას აკონტროლებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version