რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სამხრეთის ფედერალურ ოლქში დიმიტრი კოზაკმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მაგისტრალური გაზსადენის აღდგენა „დღის ბოლოს“ დასრულდება, იტყობინება „ინტერფაქსი“.
თუმცა, ამ ინფორმაციაში არაა ნახსენები, თუ როდის აღდგება გაზის მიწოდება ამ გაზსადენის მეშვეობით.
კოზაკმა თავი შეიკავა აფეთქების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების კომენტირებისგან.
„ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება გამოძიების დასრულებამდე, როგორც ამას ზოგიერთები – მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერები აკეთებენ – არასწორია“, – განაცხადა მან.