მერაბიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ დივერსია განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ორ გაზსადენზე და 500 კილოვოლტიან გადამცემ ხაზზე მომხდარი აფეთქებები „კარგად ორგანიზებული დივერსიული აქტების სერიაა“.
 
ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენის და მოგვიანებით რუსეთთან დამაკავშირებელი 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქებები 22 იანვარს.
 
შს მინისტრის ინფორმაციით, ასაფეთებელი ნივთიერება ტროტილის გამოყენებით 20 წუთიანი ინტერვალებით აფეთქბა მოხდა მთავარ და სათადარიგო გაზსადენზე ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ხოლო გადამცემი ხაზის აფეთება ყარაჩეო-ჩერქეზეთში, კერძოდ დასახლებულ პუნქტებს ყარაჩაესა და უჩკეტინს შორის მოხდა.
 
„ეს ფაქტი არის ერთ-ერთი  უნიკალური შემთხევვა მსოფლიო ისტრორიაში როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს ასეთი შეფარვით დივერსიულ აქტებს…თავისთავად ეს არის კარგად ორგანიზებულ, კარგად დაგეგმილი დივერსიული აქტების სერია“ – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 22 იანვარს გამართულ საგანეგბო ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, ეს უკავშირდება საქართველოს მცდელობას გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და  შექმნას ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა.
 
„ჩემი აზრით ეს [საქართველოს გაძლიერება] არ შედის ჩვენი მეზობლის გეგმაში…. მიზანი არის საქართველოში დესტაბილიზაციის იმიტაციის შექმნა რათა საზოგადოება იყოს უკმაყოფილო, რათა ყველამ თქვას, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც სახელმწიფო მე დარწმუნებული ვარ ეს მეოცნებე ადამიანები, ჩვენი მოწინააღმდეგები თავის ოცნებას ვერ აისრულებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version