ნოღაიდელი სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალები “უმოქმედონი“ არიან, რის გამოც სამშვიდობო პროცესი “ჩიხშია შესული“.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონფლიქტის ზონაში ამჟამადაც არის უკანონო შეიარაღება, რაც ადასტურებს რუსი სამშვიდობოების მანდატით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას.


“სამშვიდობო ძალები აბსოლუტურად უმოქმედონი არიან მათ ხელში არსებული მანდატის სარეალიზაციოდ. ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოა და სამწუხაროდ,  ყველასათვის ნათელია, რომ სამშვიდობო პროცესი,  ყველა ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, არის, პრაქტიკულად, ჩიხში შესული“,  – განუცხადა 18 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version