რუსეთი აფხაზეთში რუსული პასპორტების არმქონე მოქალაქეებს პენსიების გაცემას უწყვეტს

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ოლგა კოლტუკოვას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იანვრიდან რუსეთმა შეწყვიტა პენსიების გაცემა აფხაზეთის იმ მოქალაქეებზე, რომელთაც რუსული პასპორტები ჯერ არ აუღიათ. 


ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული იმ აფხაზი პენსიონერების რაოდენობა, რომელთაც რუსული პასპორტები არ აუღიათ.  თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ გასული წლის ნოემბერს განაცხადა, რომ მათი რიცხვი 2 027 აღწევს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version