აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 იანვარს ასტანაში გამართული მოლაპარაკებების დროს ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მაგისტრალურ გაზსადენს რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომს“ მიყიდის.