“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაპირისპირების წინაშე დგას

ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) შიდა განხეთქილების წინაშე დადგა, მას შემდეგ რაც ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა 9 იანვარს განაცხადა, რომ ისინი რეფორმებს და ახლანდელი თავმჯდომარის ანა დოლიძის გადაყენებას მოითხოვენ.


გია გეწაძე, იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საიას ერთ-ერთი ის წარმომადგენელია, რომელიც ორგანიზაციის ახლანდელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოვიდა.


ოპონენტების თქმით, ორგანიზაცია პოლიტიკურ ჯგუფად გადაიქცა, რომელიც ოპოზიციურ “რესპუბლიკურ პარტიასთან“ ასოცირდება.


“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე საიას თავმჯდომარე იყო, 9 იანვარს განაცხადა, რომ საიას წინააღმდეგ თავდასხმის უკან ხელისუფლება დგას.


“ეს არის ხელისუფლების მცდელობა გააკონტროლოს ქვეყანაში დარჩენილი დემოკრატიული ინსტიტუტები,“ – განაცხადა მან.


საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბურდულმა 9 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ, ვინც ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოვიდნენ, გეწაძის ჩათვლით,  საიასთან საერთო არაფერი აქვთ, რადგანაც მათ უკვე რამდენიმე წელია არ გადაუხდიათ საწევრო გადასახადი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version