საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა 8 იანვარს განაცხადა, რომ ზესტაფონის რაიონში ათობით შინაური ფრინველის დახოცვის მიზეზი ქათმის ჭირი აღმოჩნდა.
“ლაბორატორიულმა ანალიზმა ფრინველის გრიპი არ დაადასტურა. გარწმუნებთ, რომ ამჟამად საქართველოში ფრინველის გრიპის საფრთხე არ არსებობს“, – განუცხადა სვიმონიშვილმა ტელეკომპანია “იმედს“.