აშშ-ს საელჩომ თბილისში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 450 000 აშშ დოლარის თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობა გადასცა.
აშშ-ს მთავრობამ ეს აპარატურა შეიძინა ამ უწყებისათვის, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ქმედითუნარიანობის გაზრდას. აპარატურა შეიცავს ავტომანქანის, ასევე სამედიცინო და სახანძრო აღჭურვილობას.