ბორის ჩოჩიევი დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჩოჩიევი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 5 იანვარს.


ბორის ჩოჩიევი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეურ საკონტროლო კომისიაში (შსკ) სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეა. 


გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმდა საგანგებო საქმეთა სამინისტრო და შეიქმნა ორი ახალი სამინისტრო – გზების მშენებლობისა და ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version