საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრები ბაქოში გაემგზავრნენ

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური დღეს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში ქართველი მინისტრები აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია გელა ბეჟუაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა.

 

„პოზიციის შეჯერება გვჭირდება რამდენიმე საკითხზე, ეს არის [საქართველო-აზერბაიჯანის] საზღვარი, ამ საზღვრის გადაკვეთის გამარტივება. ეს ვიზიტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითებში იქნება მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენო ორი ქვეყნისთვის, არამედ, ვიმედოვნებთ, რომ ევროატლანტიკური საზოგადოებისთვისაც“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა ბაქოში გამგზავრებამდე.

 

ნიკა გილაურის განცხადებით, ბაქოში განიხილება შაჰდენიზის გაზსადენის ამოქმედების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხები, ასევე სატრანზიტო პირობები აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გაზის მოწოდების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version