შსკ-ს სხდომა მოსკოვში გაიმართება

27-28 დეკემბერს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით მოსკოვში 25 დეკემბერს გაემგზავრება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 20 დეკმებერს პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხი უნდა გახდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version