დღეს თბილისში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ანატოლი კინახი ჩამოდის.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტისას ანატოლი კინახი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრთან.
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს ქართველი კოლეგა ლევან ჭოლაძე უმასპინძლებს.