ექვსი თვის წინ ცხინვალიდან გატაცებული და შემდგომ მოკლული ძმები ხაჭაპურიძეების და ლომიძის ცხედრები ოსურმა მხარემ დღეს ოჯახის წევრებს მას შემდეგ გადასცა, რაც ნათესავებმა გარდაცვლილები ამოიცნეს, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო შინაგნ საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გალაქტიონ, ჰამლეტ, მამუკა ხაჭაპურიძეები და მამუკა ლომიძე 6 ივნისს ცხინვალიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ოთხივე მათგანი მოკლულია.
14 დეკემბერს ცხინვალში ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ “დაკავებული არიან ეჭვმიტანილები. გამოძიება [ხაჭაპურიძეებთან და ლომიძის] გატაცებასთან დაკავშირებით სრულდება“.
“ამ გატაცების უკან დგანან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ საერთო ენა ვერ გამონახონ ქართველებმა და ოსებმა…ეს დამნაშვეთა ჯგუფია, რომელშიც შედიან ქართველებიც და ოსებით“, – განაცხადა კოკოითმა.