9 დეკემბერს ყაზბეგში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ჩრდილოკავკასიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანი, 2005-2006 წლებში საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე მხარეთა მიერ ერთობლივად ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული ღონისძიებების განხილვა და შეჯამებაა. გარდა ამისა, საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მხარეები ოპერატიული ინფორმაციას გაცვლიან.