შსკ-ს სხდომა ცხინვალში გაიმართება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი საქართველოში 8 დეკემბერს ჩამოვა, რათა მონაწილეობა მიიღოს შერეული საკონტროლო კომიისიის სხდომაში,  რომელიც ცხინვალში გაიმართება, იტყობინება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


“ბოლო დროს სიტუაცია გამწვავდა კონფლიქტის ზონაში, რამაც საჭირო გახადა შსკ-ს საგანგებო სხდომის მოწვევა“, – განაცხადა ჩოჩიევმა.


5 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისი კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა და მხარეებს შსკ-ს შეხვედრის ჩატარებისკენ მოუწოდა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version