რუსეთის საკონსულოში ვიზების გაცემა შეჩერებულია

საქართველოში რუსეთის საკონსულოში 14 ნოემბრიდან მუშაობა შეჩერებულია. როგორც “სივილ ჯორჯიას” საკონსულოში განუცხადეს, რუსეთის ვიზების გაცემის შეწყვეტა “ტექნიკური მიზეზებით“ არის გამოწვეული. თუმცა საკონსულოში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.


რუსეთის საკონსულოსთვის ასევე უცნობია, თუ როდის განახლდება ვიზების გაცემა.

რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2001 წლიდან მოქმედებს, თუმცა 

2004 წლის ივლისიდან საქართველომ სავიზო რეჟიმი
ცალმხრივად გაამარტივა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version