29 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, იუწყება “აფსნიპრესი“.
თუმცა “აფსნიპრესის“ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, თუ ვის შეხვდება და რა საკითხებს განიხილავს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი.