რენე ვან დერ ლინდერი: ვარდების რევოლუცია აღმოსავლეთ ევროპისთვის შთაგონებაა

საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რენე ვან დე ლინდერმა განაცხადა, რომ საქართველოს “ვარდების რევოლუცია“ იყო და არის შთაგონება აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ძალებისთვის.


იგი მიესალმა თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით გამართულ ორდღიან ფორუმს “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“ და სინანული გამოთქვა, რომ ვერ შეძლო ამ ღონისძიებაზე დასწრება.


წერილს ასევე თან ერთვის მიმართვა ფორუმის მონაწილეებისადმი, რომელშიც ნათქვამია: “საპარლამენტო ასამბლეა თქვენი პარტნიორია დემოკრატიზაციის პროცესში და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ჩვენ ვიზიარებთ ფორუმის მონაწილეთა სულისკვეთებას და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version