თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბანკი სავალუტო ანგარიშებს ხსნის

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადბული რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ანგარიშების გახსნა დაიწყო, რაც ფინანსური ტრანსაქციების აშშ დოლარში და ევროში განხორციელების საშუალებას იძლევა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 17 ნოემბერს.  


ამჟამად თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმოქცევაში რუსული რუბლია.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის დირექტორის გივი სანაკოევის განცხადებით, ტრანსაქციები ვლადიკავკაზში განთავსებული ჩრდილოეთ ოსეთის ბანკის საშუალებით განხორციელდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version