საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, პრემიერ-მინისტრ იური ეხანუროვს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ვლადიმერ ლიტვინს.