პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ხევიაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე შეთავაზება უკვე მიიღო.
“მე პრეზიდენტისაგან მსგავსი შეთავაზება უკვე მივიღე“, – განუცხადა დღეს გია ხევიაშვილმა “რუსთავი 2“–ს.
სამინისტროს ხელმძღვანელის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც 4 ნოემბერს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.