დღეს ქუთაისის სასამართლომ ჯავშანსატანკო ბატალიონის რამდენიმე ჯარისკაცს, რომლებიც 28 ოქტომბერს გვიან ღამით პოლიციელებთან შეტაკების გამო დააკავეს, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდათ.