გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილა მისი სამხედრო მრჩეველის ვახტანგ კაპანაძის განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე.
თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ეს ვახტანგ კაპანაძის გენერალური შტაბის უფროსად მუშაობის პერიოდში უკრაინაში გაუმართავი ჯავშანტექნიკის შეძენის საქმეს უკავშირდება, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოთხი მაღალჩინოსანი სექტემბრიდან პატიმრობაში იმყოფება. ჯავშანტექნიკის თაობაზე 25 ოქტომბერს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში კაპანაძემ უარყო კავშირი ამ საქმესთან.
ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, გენერალური შტაბს 2004 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც პრეზიდენტის მრჩველი იყო სამხედრო საკითხებში.